წიგნი „ქართული ორნამენტი“ შექმნილია სამხატვრო აკადემიის პროფესორის, გრაფიკოსის, პედაგოგიკის დოქტორის მარინა თევზაიას მიერ.

წიგნში წარმოდგენილია ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგებში ასახული დეკორის ნიმუშები - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ფასადისა და ინტერიერის შემკულობა, ქართული ქვის პლასტიკის მცირე ფორმები, კედლის მხატვრობის, ოქრომჭედლობის, ძველი ხელნაწერების და ქართული ტექსტილის ცალკეული ფრაგმენტები. ალბომის სიახლეს წარმოადგენს ხელოვნების ამ ნიმუშების ციფრულად დამუშავებული გამოსახულებები. ქართული ორნამენტის ერთიანად თავმოყრა და ციფრული სახით წარმოჩენა ხელმისაწვდომს ხდის საქართველოს სხვადასხვა ადგილში, ქვეყნის მუზეუმებსა და საცავებში და მრავალ ბიბლიოგრაფიულ წყაროში არსებული მასალას.